ექვთიმე თაყაიშვილი დაამწუხრა გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალებამ. იგი 1896წელს სპეციალურად ჩავიდა თბილისიდან ქუთაისში და ერის
ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მის დაკრძალვაში.
"გამომსვლელებს ბოლო
არ უჩანდათ.იმდენად ბევრი იყო სიტყვის მსურველი რომ თვით ილიასაც დაუგვიანეს ტრიბუნასთან
მისვლა.გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი,-იგონებს ექვთიმე-გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული,საკურთხევლის
წინ.ხალხი მოდიოდა,მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები...ამ მდგომარეობაში ვიყავით,რომ
საღამო შემოგვესწრო და ილიამ გვითხრა : "ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს,მაგრამ ცოტა
ხანს კიდევ დავიცდით და მერე კი წავიდეთო". ბოლოს მანვე გვითხრა "მივიდეთ
ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო". მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ
ხალხთან,რამდენადმე გავთიშე და ხმამაღლა დავიძახე: "ბატონებო,ცოტა ჩამოდექით და
გზა მოგვეცით,ბატონ ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი". ერთი სიტყვით "პროვოკაცია"
მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინვე გაიშალა,ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა.მას დიდი
პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა ხალხმა,რომელსაც გაეჭედა ეკლესია... თვით ილიაც
კმაყოფილი დარჩა რომ სთქვა".1
ექვთიმე ილიასთან ერთად
იღვწოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში,თავადაზნაურთა ბანკის საკრებულოში
და საერთოდ ყველაგან,სადაც კი ერისთავის სასიკეთო და საჭირბოროტო საქმე უნდა გადაწყვეტილიყო.
1900წლის 14 ნოემბერს,ილია
ჭავჭავაძესთან და სხვა ერისკაცებთან ერთად,ექვთიმე თაყაიშილი მონაწილეობს მომავალი
ქართული საუნივერსიტეტო შენობის საძირკვლის გასვკვნისა და დალოცვის ცერემონიაში.
ილიას დაწყებული საქმეები, მის ფესვებზე გაზრდილმა აიტაცა და შთამომავლობას შეულამაზებლად გადასცა.ამიტომ იტყვიან:
ჩვენ მომავალ თაობას ფესვებიც გვჭირდება და სამომავლოდ ასაფრენი ფრთებიც.2
წყარო1: ექვ.თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები, ტ.I, 1968წელი, გვ.254.
წყარო1: ექვ.თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები, ტ.I, 1968წელი, გვ.254.
წყარო2: გ.ლომთათიძე, "ექვთიმე თაყაიშვილი", გვ.126, თბ., 2011წელი.