1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი
ილია ჭავჭავაძეს გვერდში ედგა ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენებას განჯიდან თბილისს.
მალე ექვთიმეს თავგამოდებით და მისი რედაქტორობით დავით კარიჭაშვილთან ერთად"."წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ" გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი
სრული კრებული.
ოჯახს ექვთიმე თაყაიშვილი
1895წელს მოეკიდა.ცოლად შეირთო ილია ჭავჭავაძის ერთი საუკეთესო მეგობრის, დედით ზედგენიძისა
და გაბაშვილების სიძის, იურისტ ივანა პოლტარაცკის ასული ნინო,რომელიც სიკვდილამდე ერთგულად
ედგა მხრაში თავის მეუღლეს.ნინომ სიცოცხლის აღსასრულამდე მაღალღირსეული სათნოებითა
და გმირობით იარა თავისი მეუღის უმძიმეს ეკლიან გზაზე.
ექვთიმე თაყაიშვილი განუყოფლად
იყო დაკავშირებული ერის სულიერ მამასთან,იმერეთის ეპისკოპოსთან გაბრიელ ქიქოძესთან(1825-1896).
ქედს იდრეკდა მისი ზნეობრივი სიწმინდის,ღვთისმოსაობისა და მამულიშვილური ღვაწლის წინაშე.
ექვთიმე დიდი პატივისცემითა
და სიყვარულით იხსენებს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს,თუ როგორ ზრუნავდა იგი სასულიერო
პირთა ზნეობრივი სიწმინდის დასაცავად.ამასთან დაკავშირებით ექვთიმე იხსენებს:
"გაბრიელ ეპისკოპოსის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად ყოფილა გრიგოლ დადიანი,"რომელსაც
ბევრ უზნეობას სწამებდნენ.გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი,დადიანს
ეს შეურაცხყოფად მიუღია და ეთქვა: "მეც ისევე მღვდელმთავარი ვარ,როგორც თქვენ
და ასეთი ამბავი ჩვენს შორის არ ეგების" გაბრიელ უპასუხია : "მართალია,მღვდელმთავარი
კი ხართ,მაგრამ პავლე მოციქული ამბობს,ვამხილოთ ერთმანეთიო".
წყარო: ა.ნიკოლაიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), გვ.22, თბ., 1990წ.
No comments:
Post a Comment