1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს,
იგი წერა-კითხვის
გამავრცელებელ
საზოგადოებაში გამგეობის
წევრად
შეიყვანეს.
პარალელურად
აქვეყნებდა
ძველ
ხელნაწერთა
აღწერილობებს
გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში.
ისინი
ხშირად
ერთად
მოგზაურობდნენ
საქართველოს
სხვადასხვა
კუთხეებში,
ერთად
ეძებდნენ,
კრებდნენ
ძველ
ქართულ
ხელნაწერებს,
სწავლობდნენ
და
აბინავებდნენ
მუზეუმში.
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი
არა
ჰყავდა
და
ძალაუნებურად
მოვკიდე
ხელი,
დავუწყე
პატრონობა.
მერე
თანდათან
გამიტაცა,
შემიყვარდა
და
ვიწყე
ზრუნვა
დაღუპვისაგან
მათ
გადარჩენაზე.
თან
ახალ-ახალსაც
ვაგროვებდი,
შემოწირულით
აღარ
ვჯერდებოდი.
საზოგადოების
ხარჯზე
შეძენაც
დავიწყე.
სხვადასხვა
კუთხეში
მიმოწერა
გავაჩაღე,
აგენტები
გავიჩინე
- ექვთიმე
თაყაიშვილი“
|
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე
თაყაიშვილმა
გამოსცა
„ახალი
ვარიანტი
წმ.
ნინოს
ცხოვრებისა
ანუ
მეორე
ნაწილი
ქართლის
მოქცევისა“.
საქართველოს
ადრეული
ისტორიისთვის
უმნიშვნელვანესი
იყო
მის
მიერ
აღმოჩენილი
„ხელმწიფის
კარის
გარიგების“
ხელნაწერი.
ეს
ხელნაწერი
ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში
თბილისის
უნივერსიტეტის
გამომცემლობამ
„ხელმწიფის
კარის
გარიგება“
მისი
გამოკვლევით
და
წინასიტყვაობით
გამოსცა.
ასევე
გამოკვლეული
აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა,თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური
შენიშვნებისა
და
სხვათა
მრავალთა
ხელნაწერები.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა
17 ხელნაწერს,
რომელთა
შორის
ზოგი
მეტად
საყურადღებო
იყო,
როგორც
ვარიანტებით,
ისე
მხატვრობით;
საერთოდ
კი
24 ხელნაწერის
შესახებ
მოკრიბა
ცნობები.
ექვთიმე
თაყაიშვილის
მიერ
თავმოყრილ
„ვეფხისტყაოსნის“
ხელნაწერთა
შორის
უძველესი
იყო 1646 წლის,
რომელიც
ვინმე
კორინთელისაგან
შეიძინა,
ასევე
მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის
მიერ
გადაწერილი
„ვეფხისტყაოსანი“.
ეს
ხელნაწერი
გამოირჩევა
თავისი
მოხატულობით.
ექვთიმე
თაყაიშვილის
დიდი
დამსახურებაა
გადარჩენა
პელაგია
წერეთლისეული
„ვეფხისტყაოსნისა“,
რომელიც
სიუჟეტური
მინიატურებით
იყო
დასურათებული.
1892 წელს ექვთიმე
თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის
გადმოსვენებაში
ეხმარებოდა.
მალე
ექვთიმეს
რედაქტორობით
„წერა-კითხვის
გამავრცელებელმა
საზოგადოებამ“
გამოსცა
ნიკოლოზ
ბარათაშვილის
თხზულებათა
პირველი
სრული
კრებული.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის
ადგილი
გათავისუფლდა
და
ექვთიმეს
გიმნაზიის
ხელმძღანელობა
შესთავაზეს. 1894-1904 წლებში
სწორედ
ის
განაგებდა
თბილისის
ქართულ
სათავადაზნაურო
გიმნაზიას,
ყოველი
საზაფხულო
არდადეგების
დროს
კი
აწარმოებდა
არქეოლოგიურ
გამოკვლევებს.
„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი
იყო,
არც
ხელოვნებათა
მეცნიერი,
არც
ისტორიკოსი,
არც
ქართული
ფილოლოგიის
სწავლული.
მაგრამ
იგი
იმავე
დროს
ერთიც
იყო,
მეორეც,
მესამეც
და
მეოთხეც.
სიდიადე
მისი
სულისა
სწორედ
აქ
არის,
— მან
თავისი
ერის
სამსახურისთვის
ეს
მეცნიერებანი
თვით
შეისწავლა.
იგი
იყო
„მოხალისე“,
„მოყვარული“,
მაგრამ
ნამდვილი
ბატონი
საქართველოს
წარსულის
კვლევის
ფართო
ნიადაგზედ...
იგი
იყო
განმგრძობი
დიმიტრი
ბაქრაძის,
თავისი
უფროსი
თანამედროვის
თ.
ჟორდანიას
და
სხვათა
ღვაწლისა,
რომელთაც
იგივე
მიზანი
ხელმძღვანელობდა
მათი
უანგარო,
დაუღალავი
და
ხანგრძლივი
შრომის
დროს.“
1902-1910 წლებში
ექვთიმე
თაყაიშვილმა
სამგზის
იმოგზაურა
საქართველოს
სამხრეთ
ნაწილში
(თურქეთის
საქართველო).
პირველი
ექსპედიცია
მოეწყო 1902 წელს.
ექსპედიციაში
ექვთიმე
თაყაიშვილთან
ერთად
მონაწილეობდნენ
არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი
ალექსანდრე
მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქისძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო.
ამ
მოგზაურობის
დროს
ექვთიმე
თაყაიშვილმა
ინახულა
და
აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი,ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური
ექსპედიციების
შედეგების
მნიშვნელოვანი
ნაწილი
გამოიცა
პარიზში,
1930-იანი
წლების
მეორე
ნახევარში.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში.
ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება
მისცა რუსეთის
საიმპერატორო
არქეოლოგიურმა
საზოგადოებამ. 1911 წლის
28 მარტს
იგი
აღნიშნული
საზოგადოების
დიდი
ოქროს
მედლით
დაჯილდოვდა.
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე
თაყაიშვილის
თაოსნობით
დაარსებულმა საქართველოს
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ,
რომლის
მიზანი
საქართველოს
ისტორიის,
მისი
ხალხის
ყოფა-ცხოვრების,
ხელოვნების
ძეგლების
შესწავლა
იყო.
საზოგადოების
თავმჯდომარე
თავად
ექვთიმე
თაყაიშვილი
იყო 1921 წლამდე.
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ
ფართო
და
ნაყოფიერი
მუშაობა
გაშალა.
მრავალმხრივმა
სამეცნიერო
საქმიანობამ
დიდი
პოპულარობა
მოუტანა
საზოგადოებას.
ექვთიმე
თაყაიშვილმა
დააფუძნა
ორი
სამეცნიერო
სერია
„ძველი
საქართველო“
და„საქართველოს სიძველენი“. იგი თავად
იყო
ამ
სერიების
ტომების
შემდგენელი.
|
No comments:
Post a Comment