ექსკლუზიური ფოტო ექვთიმე ღვთისკაცისა.
"ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას.ეს ჯვარი ასე გამოისახება-სწრაფვა ღვთისკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის,ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს,არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდევ მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს". -ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II .
ადამიანისათვის ძნელია ჯვრის ტარება. იგი იტვირთავს თავის ჯვარს, თავის განსაცდელს და ტანჯვას. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი).
ექვთიმეს მოწამეობრივი ცხოვრებით სვლა დაბადებითვე ბედად დაჰყვა. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა, ხუთი წლის ასაკში კი დედაც გარდაეცვალა და კიდევ,სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა და სამუდამოდ კოჭლადვე დარჩა.
ასე შეუდგა იგი გოლგოთის აღმართს,იტვირთა ჯვარი საქართველოსი. ღვთის განგებით,დიდი ექვთიმე ათონელის მფარველობიტ,მეოხებით,თითქმის ერთი საუკუნე ატარა მძიმე ჯვარე და ღირსეულად შეასრულა თავისი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე.
წყარო: მართლმადიდებლური კალენდარი გვ. 9 2009წელი
No comments:
Post a Comment