Friday, February 1, 2013

ემიგრაცია (1921-1945)




ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ1921 წლის 11 მარტსექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვაის დასახლდა თავდაპირველად პარიზში,1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.
საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდაიგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასმისი აღიარების დასტური იყო ისრომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925ნამდვილ წევრად აირჩიეს1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარეამასთანიგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის “Georgica” (ლონდონისარედაქციო საბჭოს წევრი.
გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილიმასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობაოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძურიძვირფასი ხელნაწერებიზუგდიდის დადიანისეული სასახლისგანძეულობაგელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონებათბილისის სასახლის განძეულობაბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალიმიუხედავად იმისარომ განძის მესაკუთრედოფიციალურადსაქართველოს მთავრობა ითვლებოდაფაქტობრივადგანძს თაყაიშვილი მეურვეობდაგანძისულ 39 ყუთიექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.


განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებსმაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდამან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივისსამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულისსალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზემის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდაამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრააქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდარომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერებისაბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელიჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ - ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვსრომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვათანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზედე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზერაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

წყარო : WWW.WIKIPEDIA.ORG

No comments:

Post a Comment