მადლიერი სამშობლო არ ივიწყებს და არც ოდესმე დაივიწყებს
თავის სახელოვან მოჭირნახულეს,დიდ ქართველ მამულიშვილს,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს
ექვთიმე თაყაიშვილს.
მრავალრიცხოვანი დიდი საქმეების გარდა ექვთიმე თაყაიშვილის
ინიციატივით 1907 წელს თბილისში დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება,რომელშიც
მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ.საზოგადოება მიზნად
ისახავდა შეეგროვებინა,შეესწავლა და შეენახა ქართული კულტურის სიძველენი. "და წერდა თვით ექვთიმე: "საქართველო დავიარე და დავინახე,
თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვისაც.პირდაპირ
ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომეწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან
აღარავინ მისდევდა ამ საქმეს“.1
ამ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრები გახლდათ ძმები
პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილები.იბრძოდა ექვთიმე და მისი თანამებრძოლნი.მათი საქმიანობის
შესახებ 2006 წელს ჟურნალ „ქვაკუთხედში“. დაიბეჭდა ანდრე კარბელაშვილის მოგონებები: „ექვთიმე თაყაიშვილი და ძმები კარბელაშვილები“.
გთავაზობთ ამონარიდებს: „პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ საზოგადოებაში
თავიდანვე ჩართულნი აღმოჩნდნენ ჩემი პაპის უმცროსი ძმები_ პოლიევქტოს და ვასილი კარბელაშვილები.
პოლიევქტოს კარბელაშვილი კარგად იცნობდა ექვთიმე თაყაიშვილს,
ერთ-ერთი მაგალითია ის , რომ 1906 წელს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის დადგენილებით
ექვთიმე თაყაიშვილს კ.კარბელაშვილს, დ.კარიჭაშვილს, ს.გიორგაძეს დაევალათ მუზეუმში
დაცული სიგელ-გუჯრების გამოცემა.
საქრთველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების
დამფუძნებელი კრება შედგა 1907 წლის 20 სექტემბერს.კრება ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომრობით
დაიწყო.
კრებას ესწრებოდნენ საქართველოსთვის ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორიც
იყვნენ: კალისტრატე ცინცაძე,გრიგოლ ყიფშიძე, მ.ვ.მაჩაბელი, აღ.ი.სარაჯიშვილი, ვ.რ.მაყაშვილი
, ი.დ. აფხაზი და სხვები, სულ 19 წევრი.
ექვთიმე თაყაიშვილის წინადადებით დაუსწრებლად საზოგადოების
ნამდვილ და დამფუძნებელ წევრებად აირჩიეს: ა.ა.ცაგარელი, მ.გ.ჯანაშვილი,პოლევქტოს და
ვასილ კარბელაშვილები,დ.ზ.სარაჯიშვილი, ი.ი.იაბულაძე, ა.თ.ყიფშიძე, ი.ე.ზურაბიშვილი, ი.ს.გოგებაშვილი.
დამტკიცდა საზოგადოების სამეცნიერო საბჭო. მისი თავმჯდომარე
გახდა ექვთიმე თაყაიშვილი,თავმჯდომარის შემწედ აირჩიეს დ.კარიჭაშვილი, ხაზანდრად-ალ.სარაჯიშვილი,მდივნად-ს.გორგაძე, წევრებად-ა.ყიფშიძე, პ.კარბელაშვილი, მ.ჯანაშვილი, აბულაძე.
1908 წლის 1 იანვრისთვის
საზოგადოებას ჰყავდა 250 ნამდვილი წევრი.ამავე პერიოდში გაიმართა 5 საზოგადო კრება,სადაც
რეფერატები წაიკითხეს ს.გორგაძე("ადრეკი მეფე და ეგრეთ წოდებული ორმეფობის ხანა ძველ
ივერიაში").
დ. კარიჭაშვილმა("დავით დიდი კურაპალატის გენეალოგია და ვინ უნდა იყოს სუმბატის ქრონიკის დამწერი?"), კარბელაშვილმა("ამილახვრიანთ გვარის სიგელ- გუჯრები"), ა.ახელიამ ("ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი") და ე.თაყაიშვილმა ბანის ეკლესიის შესახებ").2
დ. კარიჭაშვილმა("დავით დიდი კურაპალატის გენეალოგია და ვინ უნდა იყოს სუმბატის ქრონიკის დამწერი?"), კარბელაშვილმა("ამილახვრიანთ გვარის სიგელ- გუჯრები"), ა.ახელიამ ("ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი") და ე.თაყაიშვილმა ბანის ეკლესიის შესახებ").2
ამ კრებულებისა და ოქმების გულდასმით გადაკითხვა გვარწმუნებს,
რომ საზოგადოების ორგანიზაციული საქმიანობა, კვევითიცა და შემკრებლობითიც, მაღალ დონეზემიმდინარეობდადა
მისი მეცნიერულიპროდუქცია, ეთნოგრაფიულ-ფოლკლორულმასალებთანერთად, სავსებითშესატყვისებოდა,საერთოდ,
იმდროინდელი მეცნიერების მოთხოვნილებას.რა თქმა უნდა , ეს, უპირველეს ყოვლისა,საზოგადოების
სულის ცჰამდგმელისა და მესაჭის ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა.
გამოყენებული ლიტ-რა:
1.ს.სანიკიძე,“წიგნი მოწამეთა“, თბ, 1988წ
2.ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გამომცემლობა „აცხოვნე სული შენი“,თბ,N8, 2008წელი
Play Real Money Slot Machine Games - AprCasino
ReplyDeleteAt AprCasino you can enjoy a variety of free to play games, from slot machine games to video poker and slots to online casino games. 카지노 사이트 쿠폰 Join today and get started.