საგანძურები


დავით კურაპალატის ჯვრის ზურგი. ქვემო მკლავზე დეკორში ასომთავრულადაა ჩაქსოვილი. "ათას მოქმედი".


დავით კურაპალატის წინგასაძღოლი ჭედური ვერცხლის მოოქროვილი ჯვრის წინა მახრე. X საუკუნის დამლევის ნაკეთობა.

ქვემო მკლავზე ასომთავრული წარწერაა :

"ქ[რისტ]ე ად[ი]დე დღეგრ[ძე]ლებით დ[ავი]თ კურაპალატი ა[მი]ნ"

ალექსანდრე ხახანაშვილი სამგლოვიარო ვერცხლის გვირგვინი.

ვერცხლის (ადგილ-ადგილ ოქროთი დაფერილი) დისკო წმ. მამას (მამანტის) ჰორელიეფური გამოსახულებით. XI საუკუნის დამდეგის ძეგლი (დიამეტრი - 20,5 სმ, წონა - 407 გრამი).

ბერთის სახარება, XII საუკუნის ხელნაწერი, ბეშქენ ოპიზრის ხელით მოჭედილი მოოქრული ვერცხლის ყდის წინა მხარე.

ბერთის სახარების ყდის ზურგი.

წყაროსთავის სახარების ფურცელი.

ვარძიის სახარება. XII-XIII საუკუნის ხელნაწერი.

ტბეთის სახარება. XII საუკუნის ხელნაწერი. მოოქრული ვერცხლის ჭედური ყდის ზემო ნაწილი.

დავით აღმაშენებლის წინგასაძღოლი ვერცხლის მოოქრული ჯვარის წინა მხარე. X-XI  საუკუნის ძეგლი. ქვედა მკლავის ძირშია 4,7 სმ სიმაღლის  ოქროს ფირფიტა 6-სტრიქონი ასომთავრული წარწერით.

დავით აღმაშენებლის წინგასაძღოლი ჯვრის ოქროს ფირფიტის 6-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა :
"ღ[მერ]თო ყ[ოვ]ლ[ი]სა დამბადე||ბელო ად[იდ]ე შ[ე]ნ გ[უი]რ || გუინოსანი დ[ავი]თ აფხა||ზთა და ქ[ა]რ[თ]ვ[ე]ლთა ჰე[რ]თა და კახთა მეფე მ||ზე ქ[რისტ]ეანობისაი ა[მი]ნ."


"ვეფხისტყაოსანი". XVIIსაუკუნის ხელნაწერის მინიატურა.

ახალგორის განძი, აღმოჩენილი 1908 წელს ქსნის ხეობაში. ძვ. წ. აღრ VI-IV საუკუნეები.


ახალგორის განძი, აღმოჩენილი 1908 წელს ქსნის ხეობაში. ძვ. წ. აღრ VI-IV საუკუნეები.


ახალგორის განძი, აღმოჩენილი 1908 წელს ქსნის ხეობაში. ძვ. წ. აღრ VI-IV საუკუნეები.

წყარო: გ.ჟორდანია, "დაბრუნებული საუნჯე", გვ.112 დან 114-მდე, თბ., 1983წ.

No comments:

Post a Comment