ჩვენს შესახებ



წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს კონკურსის ჩატარებას სთავაზობს.

    ქობულეთის 2 საჯარო სკოლის IXა მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი კონკურსში მონაწილებისთვის.


ჩემს შესახებ:
მე ვარ გიორგი ქათამაძე, ვარ 14 წლის. ვცხოვრობ აჭარაში. ვსწავლობ ქ.ქობულეთის 2 საჯარო სკოლაში. მიყვარს ჰუმანიტარული საგნები. ჩემი ჰობია: IT ტექნოლოგიებზე მუშაობა, ცურვა, ცეკვა. მონაწილება მიღებული მაქვს: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის მიერ სასწავლო ბანაკში სადაც გავიმარჯვე პროექტის წერის პრინციპებზე მიღებული მაქვს სერთიფიკატი, ასევე ხანდაზმულთა ასოციაცია "ღირსეული სიბერე" (დონორი ევროკავშირი) მონაწილეობა მივიღე წერითი ნამუშევრის კონკურსში "ჩემი ღირსეული თანამემამულე" მიღებული მაქვს დიპლომი და ფასიანი საჩუქრები, ასევე ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრ "ღირსეულ სიბერეში" (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) მონაწილეობა მაქვს მიღებული ხანდაზმულთა თემაზე შექმნილი ნამუშევრების კონკურსში, ასევე  შ.პ.ს ბათუმის "სამედიცინო განათლების" ცენტრში მიღებული მაქვს კომპიუტერის სრული განათლების სერთიფიკატი, ასევე USAID-ის და PH International-ის მიერ ჩატარებულ სამოქალაქო განათლების ტრეინინგებში მიღებული მაქვს მონაწილეობა, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს  "Teach and Learn With Georgia"-ს  ფარგლებში მიღებული მაქვს მადლობის სიგელი ინგლისურ ენის  ფლობისათვის და უცხოელი სტუმრის წარმატებულად მასპინძლობისათვის, ასევე ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრ "ღირსეულ სიბერეში" (დონორი ევროკავშირი) მაქვს მიღებული მადლობის სიგელი მოხალისეთა ჯგუფის შექმნისთვის და ორგანიზაციაში აქტიურობისთვის, ასევე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ზღვის ჰარმონია" დამაჯილდოვა დიპლომით მოპოვებული წარმატებისთვის და მონიჭებული მაქვს ლაურეატის წოდება. ჩემი საყვარელი სიტყვებია: "ენა, მამული სარწმუნოება".  ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და დედა ეკლესიის მრევლი.


ჩემს შესახებ:
ვარ ანა ჯინჭარაძე. ვცხოვრობ ქ.ქობულეთში .ვსწავლობ N2საჯარო სკოლაში .ჩემი ჰობია ცურვა,მუსიკის მოსმენა, მიყვარს შემოქმედებითი კვლევა- ძიება. ჭადრაკის თამაში.ჭადრაკში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებული ვარ საპატიო სიგელები.



ჩემს შესახებ
მე ვარ ნინო ზამბახიძე. მეცხრეკლასელი. ვცხოვრობ  ქალაქ ქობულეთში. ვსწავლობ N 2 საჯარო სკოლაში.ჩემი ჰობია ცეკვა, მაქვს წარმატებები. მიყვარს სპორტი.ვმონაწილეობ სასკოლო და რაიონულ შეჯიბრებებში.მაქვს მიღებული ჯილდოები.




ჩემს შესახებ:
მე ვარ მარიეტა ჭანტურიშვილი. მეცხრეკლასელი. ვცხოვრობ ქ.ქობულეთში. ვსწავლობ ქ.ქობულეთის 2 საჯარო სკოლაში. ჩემი ჰობია: ცურვა, ცეკვა, ინფორმაციების ძიება. მონაწილეობა მაქვს მიღებული ცეკვების კონკურსში,  არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა შემოქმედებით კონკრუსებში, წმ. ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ ბლოგის კონკურსი  არის ჩემი პირველი კონკურსი და ვიმედოვნებ რომ წარმატებული იქნება ჩემთვის და ჩემი ჯგუფის წევრებისთვისაც.





ჩემს შესახებ
ვარ მეცხრეკლასელი გიორგი ბირბიჩაძე.ვცხოვრობ ქობულეთში.ვსწავლობ N2 საჯარო სკოლაში.დაინტერესებული ვარ ჰუმანიტარული საგნებით.გატაცებული ვარ სპორტით,მუსიკით.
  მონაწილეობას ვღებულობდი რაიონულ ,რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში.დაჯილდოებული ვარ ფასიანი საჩუქრით და საპატიო სიგელებით.
მიყვარს მოხუცებულებთან საუბარი.მათი ისტორიების მოსმენა.წარსულში „ბორიალი“.ამ „ბორიალმა“მიმიყვანა ექვთიმეს ნაკვალევთან.
 იქნებ რომელიმე ჩვენგანი აღმოჩნდეს ექვთიმეს საქმის გამგრძელებელი.
„იხარე, მუხავ, ფესვებმაგარო, შენ საქართველოგქვია სახელად!“



ჩვენი ჯგუფი

     კონკურსების მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

6 comments:

  1. გისურვებთ წარმატებას.
    ნანა გოგიშვილი

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ, გისურვებთ წარმატებას, ძალიან კარგია

    ReplyDelete
  3. მადლობა ნანა და თალიკო მასწავლებლებო :)

    ReplyDelete
  4. გილოცავთ გამარჯვებას!!!!

    ReplyDelete
  5. გაიხარეთ ნანა მასწავლებელო, ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო! ბავშვებო ყველას გილოცავთ გამარჯვებას!

    ReplyDelete